Logo

გიგი უგულავა – ჩემთვის უდიდესი პატივია, ფოთში ვიყარო კენჭი და გავხდე თქვენი რჩეული

პოლიტიკა
21.08.2021 / 19:22
Frontnews image description

ბევრი მეკითხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე რას აპირებ, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, ან რატომ 5 ნომერი. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ შემომთავაზა, რომ იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღოო, რაზეც მე თვითონ ვთქვი უარი, – ამის შესახებ გიგი უგულავამ ფოთში მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა.

 

“უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო. არ არის დრო გავარჩიოთ ის ნომერი, უნდა ის ნომერი მინდა. სულერთია, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, განვითარებას მოიტანს, რომელიც დაამარცხებს ოლიგარქიას. იქნება ეს 5 ნომერი, იყოს 5 ნომერი. იქნება სხვა ნომერი იყოს, სხვა ნომერი. მთავარია, რომ ოლიგარქია დავამარცხოთ. 

 

2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც გადავწყვეტთ და განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ “ქართულ ოცნებას”. ჩვენ მოგვიწევს მანამდე ერთობლივი შრომა და ბრძოლა. ჩემთვის უდიდესი პატივია, აქ ვიყარო კენჭი და გავხდე თქვენი რჩეული.

 

ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ ხარჯავს, ცენტრალური მთავრობა ხარჯავს ფულს, მაგრამ აბრუნებს კაპიკებს. შეუძლებელია, ჯანსაღ აზრთანაც არაა ახლოს, რომ ამდენი ტრაილერი დადის; სადაც პორტია, იქ დიდი ცვეთაა, სადაც დიდი ცვეთაა, იქ დიდი მოძრაობაა და სადაც დიდი მოძრაობაა, იქ დიდი რესურსია საჭირო, რომ მეტი რესურსი მოიზიდოს ფოთმა. 

 

ქალაქიდან, სადაც დასაქმების პრობლემა არ უნდა იყოს, უამრავი ხალხი გარბის. ქვეყნიდან უამრავი ხალხი გარბის და ივანიშვილი ეუბნება, ცალ ბილეთს აგიღებ და წადი, სხვაგან იმუშავე. ამათ არ აქვთ წარმოდგენა, რა არის და როგორ მუშაობს ეკონომიკა. თითოეული შრომისუნარიანი ადამიანის წასვლა შეიძლება შვება იყოს მისი ნათესავისთვის, მაგრამ კატასტროფაა ქვეყნისთვის – ჩვენ ვკარგავთ შრომისუნარიან ადამიანებს. ეს ადამიანები დოვლათს აქ უნდა ქმნიდნენ. 

 

უარი უნდა ვთქვათ ისეთ მერებზე, რომელსაც საკუთარი ჩრდილისაც ეშინია და აპირებენ, რომ მარტო ოლიგარქს ემსახურონ. ოლიგარქია ნიშნავს იმას,რ ომ ქვეყანაში ფული აქვს ძალიან ცოტას და მოქალაქეების უმეტესი არიან მეორეხარისხოვნები, თუ მათი მოჯამაგირე არ გახდი”, – განაცხადა გიგი უგულავამ

Advertisement