Logo

გიგი უგულავა – დაჭერები შეიძლება გაგრძელდეს, ამათი ველურობა გაგრძელდება

პოლიტიკა
1118
Frontnews image description

დაჭერები შეიძლება გაგრძელდეს, ამათი ველურობა გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ შიგნითაც არ მოსწონთ ბევრს პოლიციაში ესენი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური” მოძრაობის  ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც ძალადობს საბოლოოდ, ის ძალისგან იცლება.

“ეს სასამართლო კანონსაც არ ეფუძნებოდა, იმიტომ, რომ გუშინ დააინიციირეს ის კანონები, რომელიც თეორიულად შეიძლება, ჩვენ შეგვხებოდა. არ არსებობს კანონი, რომლითაც ჩვენ სისხლის სამართლის წესით დაგვიჭირეს. ეს არის რეჟიმის ყანყალი. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ადამიანების დაშინებისთვის.

დაჭერები შეიძლება გაგრძელდეს, ამათი ველურობა გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ შიგნითაც არ მოსწონთ ბევრს პოლიციაში ესენი. ეგრეა წესი, ვინც ძალადობს საბოლოოდ, ის ძალისგან იცლება. სამართლებრივი სივრციდან გასულია ჩვენი სახელმწიფო, ის არის ჩვეულებრივი ხუნტა, რომელიც კანონებით აღარ მოქმედებს.

“თბილისი მოლი” მისასვლელად მართლა რთული ადგილია და არც მე მეგონა ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა, ალბათ, თვითონაც დაბნეულები იყვნენ. რომ დამიჭირეს მთელი ღამე კაპეზე-კაპეზე მატარეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა და კიდევ 7 დაკავებული 5 თებერვალს სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები