
ავტორი
Front News საქართველო
დღეის შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” მხოლოდ საარჩევნო საკითხებზე შეიძლება იყოს საუბარი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებია.
“ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან კრიტიკულ ფაზაში შევედით. გუშინდელი დღე იყო განაცხადი, რომ ხალხი მზადაა ბრძოლისთვის.
ეს არ არის ჩვეულებრივი რუტინული ბრძოლა, რომელსაც მიჩვეული ვართ, ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა, ბრძოლა არსებობისთვის. ყველა პატრიოტულად განწყობილი ადამიანი საქართველოს მომავალს დასავლეთში ხედავს.
საერთო ეროვნული ამოცანაა, წლის ბოლოს საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, ამავე დროს წლის ბოლომდე უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია, როგორც ევროკავშირის კანდიდატობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ამისთვის რჩება მხოლოდ ერთი გზა, რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა ჩაატაროს, თუ გინდა ეროვნული თანხმობის მთავრობამ.
მე ვთვლი, რომ დღეის შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” მხოლოდ საარჩევნო საკითხებზე შეიძლება იყოს საუბარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს