
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს შეიკრებებიან და იმსჯელებენ, თუ რა ფორმით გააპროტესტებენ „მთავარი არხის“ დამფუძნებელისა და დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასა და ხელისუფლების სადამსჯელო პოლიტიკას.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა, შეკრების დროდ 18:00 საათი განისაზღვრა, თუმცა ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არაა.
“დღეს იქნება საერთო შეკრება ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ყველა აქტივისტის, რომელიც ხვდება, რა გასაყარზეც იმყოფება ახლა ქვეყანა. კონკრეტულად მოხდება მომავალი გეგმებისა და მიმართულებების განსაზღვრა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს