
ავტორი
Front News საქართველო
ეს ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას ვერ ეუბნებიან და როგორ უნდა დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ერთიან მთავრობას შექმნიან. 4 ბლოკად გასული სუბიექტები როგორ გააკეთებენ მთავრობას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხი ერთიანი კოალიციის მომხრეა.
“იმისთვის, ვისთვისაც “ნაციონალური მოძრაობა” კეთროვანია, მაშინ “ახალიც” კეთროვანია. თუ გვინდა, თავი მოვიტყუოთ – მოვიტყუოთ, მე არ ვაპირებ.
მე დიდად ვერ ვხედავ განსხვავებებს და ნუ დამიწყებენ ზღაპრებს. ამომრჩეველი განსხვავებას თუ გთხოვს, ერთობასაც გთხოვს. 4 ბლოკად გასული სუბიექტები როგორ გააკეთებენ მთავრობას. აქ ვხედავ მე მთავარ პრობლემას, ეს ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას ვერ ეუბნებიან და როგორ უნდა დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ერთიან მთავრობას შექმნიან”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს