
ავტორი
Front News საქართველო
ხალხი საკუთარ განავალში ჩააყოფინებს ამათ თავს. აქამდე მივა ყველაფერი. აღარ არსებობს შუალედი. არსებობს მხოლოდ ქართული საზოგადოება და ზონდერების კისრებს ამოფარებული კობახიძეები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის გზა დაკეტილია.
“ყველაფერი ცხადზე ცხადია. ყველაფერი ნათელია, ევროპის გზა დაკეტილია. ყველაფერი ჩაიდინეს, დამთავრებულია საქმე. თუ გამოვალთ დღეს, ხვალ, ზეგ ყველა ქალაქში, მაზეგ ეს რეჟიმი წაიქცევა. როგორც დღეს, ასე უნდა გამოვიდეთ ყველა ქალაქში.
ეს არის გზაგასაყარი, ან ჩავეფლობით ჭაობში და ვიქნებით რუსეთს დაქვემდებარებული, ან ვიქნებით ღირსეული სახელმწიფო.
იფიქრეს, ახალ წლამდე მუხტი დავარდა და ხალხი საცივში ჩაყოფს თავსო, ხალხი საცივში კი არა, საკუთარ განავალში ჩააყოფინებს ამათ თავს. აქამდე მივა ყველაფერი. აღარ არსებობს შუალედი. არსებობს მხოლოდ ქართული საზოგადოება და ზონდერების კისრებს ამოფარებული კობახიძეები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს