Logo

გიგი უგულავა – ეს არის ივანიშვილის დავალება, სხვანაირად შეუძლებელია ღარიბაშვილს ეს განცხადებები გაეკეთებინა

პოლიტიკა
863
Frontnews image description

ღარიბაშვილმა ამ განცხადებებით კრემლში “სივი” გაგზავნა, რომ აგერ მე ვარ პირველი მდივნობის კანდიდატი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.  

 

მისი თქმით, “ქართული ოცნების” პრემიერმა ივანიშვილის დავალება შეასრულა.

 

“დღევანდელი ევროპა მთლიანად იცვლება, ასეთი გამარგინალებული პერსონალურად პუტინი და რუსეთის პოზიციები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა. სრულიად სხვა სურათი გვაქვს, ამიტომ  უნდა გავუძლოთ და არ უნდა ჩავბარდეთ, ეს არის მთავარი და ჩვენს პარტნიორებს, რომელთაც უჭირთ გვერდით უნდა დავუდგეთ. იმიტომ კი არა,  რომ “რაღაცა მორალი” გვავალდებულებს, მიუხედავად იმისა, რომ მორალიც გავალდებულებს და  ამორალური პრაგმატულადაც არასწორია ხოლმე როგორ წესი,  პრაგმატულადაც უნდა შევხედოთ ამას.  იმ კალათაში, რომელიც იძირება, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს არ უნდა ჩადო მთელი შენი აქტივები, რაც გაქვს. პრობლემა ისაა, რომ მთავრობა არ გვეკითხება, ამას ისე აკეთებს. ამ ქმედებით ღარიბაშვილმა  პირდაპირ კრემლში „სივი“ გაგზავნა, რომ აგერ მე ვარ პირველი მდივნობის კანდიდატი, ეს არის ივანიშვილის დავალება, სხვანაირად შეუძლებელია ღარიბაშვილს ეს განცხადებები გაეკეთებინა” – განაცხადა უგულავამ

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები