გიგი უგულავა – გამოიტანთ სააკაშვილს ციხიდან მკვდარს და მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ათიათასობით ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
გამოიტანთ სააკაშვილს ციხიდან მკვდარს და მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ათიათასობით ადამიანი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომელიც რუსთავის ციხესთან იმყოფება.
“მოუვა ამ კაცს ციხეში რამე და ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია, ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს შურისძიებას, მიიღებს დიდი შურისძიებას. კბილი კბილის წინ იქნება, თვალი თვალის წილ იქნება. კლავთ ადამიანს? პირდაპირ გეუბნებით – გამოიტანთ სააკაშვილს ციხიდან მკვდარს და ყველა ვინც კი არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ათიათასობით ადამიანი.
მოკლავენ პრეზიდენტს და ამაზე პასუხს არ მოთხოვს სახელმწიფო? მოთხოვს ხალხი. დიახ, შუასაუკუნეებში ვართ?.
კაცს კლავენ აქ და ჩვენ ვზივართ და ვლაპარაკობთ და ლოყებდაბერილი ვოლსკი ამბობს, რომ თავის თავს დააბრალოსო? ვინ ვის დააბრალებს, მერე ნახავთ. ისტორია არ ვიცით, გამსახურდიას შემდეგ რა ხდებოდა არ ვიცით, კიდევ იგივე უნდა გავიაროთ?“, – აცხადებს გიგი უგულავა.


გიგი უგულავა – მე ვარ ამაყი როგორც არასდროს, იმიტომ რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ

გიგი უგულავა – სალომე ზურაბიშვილს ვეტყვი, გადადე გვერდზე შენი ყველანაირი მე და გამოეცი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აქტი

გიგი უგულავა – მოძრაობა არის რევოლუცია, უძრაობა არის ჭაობი და ქოცობა