Logo

გიგი უგულავა – გასარკვევია ვინ მისცა თავდასხმის დავალება გავაშელიშვილს და პარკაძეს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან

სამართალი
430
Frontnews image description

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

“სასამართლომ გამამართლა ძიუდოისტის ცემის საქმეზე. ვერ დავადგინე ვინ ვის სცემაო. საკმარისი მტკიცებულება არ იყოო. ნებისმიერი გონივრული ეჭვი კონსტიტუციის მიხედვით ბრალდებულის სასარგებლოდ წყდებაო. მოეთხოვა კამერების ჩანაწერები და ნახავდა ყველაფერს საკუთარი თვალით! 
საქმე ზოგადად აბსურდულია.

 

მე არ მივიღე ამნისტია, რადგან აქ მთავარი ის კი არაა ვინ დაიწყო ჩხუბი. გასარკვევია ვინ მისცა თავდასხმის დავალება გავაშელიშვილს და პარკაძეს, რამდენი გადაუხადეს და ასე შემდეგ. ეს დროც მალე დადგება. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, რომ ამ ქვეყანაში ვერცერთმა ხელისუფალმა ვერავის “დააზაკაზება” ვეღარ გაბედოს. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინაა“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

Advertisement