გიგი უგულავა – ივანიშვილს ეშინია ბევრი ხალხის, იქნება ბევრი ხალხი და უკან დაიხევს, არ იქნება ბევრი ხალხი და იძალადებს ყველაზე


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილს ეშინია ბევრი ხალხის, იქნება ბევრი ხალხი და უკან დაიხევს, არ იქნება ბევრი ხალხი და იძალადებს ყველაზე. ეს არის ცხოველის ინსტინქტი და ცხოველებივით იქცევიან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
“ივანიშვილს ეშინია ბევრი ხალხის, იქნება ბევრი ხალხი და უკან დაიხევს, არ იქნება ბევრი ხალხი და იძალადებს ყველაზე. ეს არის ცხოველის ინსტინქტი და ცხოველებივით იქცევიან. გადავსებულია პოლიციით მთელი სოლოლაკი და მთელი მთაწმინდის ქუჩები. ცხრაკლიტულს დაამსგავსეს პარლამენტი, ეს რა პარლამენტია, პარლამენტი, სადაც სამი ღობე აქვთ და კამერებსაც არ აქვთ საშუალება გადაიღონ, როგორ შედიან დეპუტატები. რა ზოოპარკიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ის ზოოპარკი ხდება აქაც.
ანრი ოხანაშვილი მინისტრი რომ იქნება, ეგ ზოოპარკზე უარესია, მაგას აჯობებს პინგვინი ან ზებრა დანიშნოს და ეგ მეტად ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან. ამათ თვალები დაბნელებული აქვთ, ვარდისფერი სათვალე უკეთიათ და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის. უდიდეს ზამბარას წელავენ და თვითონვე მოხვდებათ ცხვირში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა

პაატა ზაქარეიშვილი – თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი დაიღალა, სახლში წავიდა და ხვალ არ გამოვა, ძალიან ცდება, ეს უფრო საშიში სიტუაციაა

გიგი უგულავა – გადაიყვანეთ სამოქალაქო საავადმყოფოში და მხარდამჭერების მხრიდან არანაირი შეფერხება არ გექნებათ

გიგი უგულავა – მთავარი ამოცანა მარტივად დგას, 76 მედგარი დეპუტატი ჰყავდეს ოპოზიციას, რომელიც არ გატყდება და ძალაუფლებას წაართმევს ივანიშვილს