
ავტორი
Front News საქართველო
მთავარი ამოცანა მარტივად დგას, 76 მედგარი დეპუტატი ჰყავდეს ოპოზიციას, რომელიც არ გატყდება და შეჯერებულ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს და ძალაუფლებას წაართმევს ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, დიდ პარტიას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
“რატომ უშლის “ნაციონალური მოძრაობა” სხვა პარტიებს ხელს იმაში, რომ ისინი გაერთიანდნენ, ამაზე პასუხი არ არსებობს. ჩემი აზრით, დიდ პარტიას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი და მონახაზი ჩრდილოვანი კაბინეტის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იყო გახსნილი თანამშრომლობისთვის.
მთავარი ამოცანა მარტივად დგას, 76 მედგარი დეპუტატი ჰყავდეს ოპოზიციას, რომელიც არ გატყდება და შეჯერებულ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს და ძალაუფლებას წაართმევს ბიძინა ივანიშვილს. ჩემი აზრით, აქ შეუძლია სალომე ზურაბიშვილს შეასრულოს კარგი როლი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის საკითხია გადასაწყვეტი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავამ საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბარიერი დასწიოს.
“თეორიულად იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ უცბად, პენალტი დაარტყას “ოცნებამ” და ბარიერი დასწიოს დასავლეთისთვის კუდის საქიცინოდ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს