
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ზონდერები იკრიბებიან ევროკავშირის ოფისთან იმისთვის, რომ იქედან გამოსულ ჩვენს კოლეგებს დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ, – ამის შესახებ ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა.
“ეს არის სწორედ “ქართული ოცნების” არსი, მარტო ერთი-ერთზე არიან ჩასვრილები, მაგრამ ტურების ხროვასავით ერთად რომ შეიკრიბებიან, ერთ ადამიანს შეუძლიათ რომ დაესხნენ თავს, ჩვენ ეს არაერთხელ ვნახეთ”, – განაცხადა უგულავამ “მთავარი არხის” ეთერში.
მან შსს-ს მიმართა, რომ ევროკავშირის ოფისთან პოლიცია გაგზავნოს, რომ პროვოკაცია არ მოხდეს.
“ღმერთმა ნუ ქნას, ევროკავშირის ოფისთან მოხდეს ცემა-ტყეპა. უკან დახევას არავინ არ აპირებს, ეს კარგად იცოდეს კობიხიძემ, ამ მართლა ჩმორმა, მარტო რომ არაფრის თავი აქვს, დაცვას რომ ეფარება, წავიდა და გამოუშვა კუნთმაგარი 500-ლარიანი კრეტინები”, – განაცხადა უგულავამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს