
ავტორი
Front News საქართველო
ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი გავმართოთ რუსთავის ციხიდან, თუ ბევრნი დავნერგავთ ამ ძალისხმევას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამაოდ არ ჩაივლის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგი უგულავა წერს.
“მეგობრებო, თანამოაზრე პოლიტიკოსებო და ტელევზიით ხშირად მოსაუბრენო, მინდა ასეთი იდეა (challenge) გაგიზიაროთ:
ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი გავმართოთ რუსთავის ციხიდან;
ყოველი გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს, საუბარი დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით.
მეტიც თავად ციხის ფონზე საუბარი უკვე მეტყველი გზავნილია – თავისუფლება მიშას. მესმის, ლოჯისტიკურად შესაძლოა, რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვისაც. სახლიდან, სტუდიიდან გაცილებით მოსახერხებელია საუბარი. დრო, საწვავი და ნერვები ნაკლებად იხარჯება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და ივანიშვილის ტყვეს, მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად. მნიშვნელოვანია პატიმრის გასამხნევებლად, მნიშვნელოვანია ამ უსამართლო და ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად, მნიშვნელოვანია რომ ეს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში, სანამ არ მივაღწევთ მიზანს.
ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თუ ბევრნი დავნერგავთ ამ ძალისხმევას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამაოდ არ ჩაივლის“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს