გიგი უგულავა – ყველა უნდა შემოვუერთდეთ აქციას


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსი გიგი უგულავა მედიის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება. ამასთან, ის საზოგადოებას მოუწოდებს, გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე.
“კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი აქცია, იმიტომ რომ სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და თანასწორობა. ამ ქვეყანაში არაა თანასწორობა, აქ დღეს სცემენ, როგორც რუსეთში, ქუჩაში, ვისაც უნდათ მიუგზავნიან და ამაში არავინ არ დაისჯება. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის ჟურნალისტური პროტესტი, რომელიც ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმაა, რადგან ის უბედურება, რაც ლექსოს შეემთხვა, თითოეული ჩვენგანის კარებთან შეიძლება მოვიდეს, თუ ახლა არ გავაჩერეთ. ამიტომ, ყველა უნდა შემოვუერთდეთ აქციას”, – აცხადებს უგულავა.
“გადადგეს პრემიერი და დაისაჯონ მოძალადეები!”- ამ მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე, დღეს მედიის წარმომადგენლები ისევ შეიკრიბებიან. მასშტაბური აქცია 6 საათზე გაიმართება.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა