
ავტორი
Front News საქართველო
რეგვენმა იუსტიციის მინისტრმა, შიშის ზღვარზე გაბედა და ქირქილი დაიწყო, თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს – რეგვენო ნაბიჭვარო, მინდა გკითხო, რისთვის შექმენი ეს კონსილიუმი, რისთვის დადიან ექიმები ყოველ დღე, თუ არ შიმშილობს?! – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სანამ ჩვენ აქ ვართ, თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის კადრი, რომელიც აქ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაღებული. რეგვენმა იუსტიციის მინისტრმა, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა და გასამართლდება როგორ სახელმწიფო დამნაშავე და როგორც „მელკი“ პროვოკატორი, როგორც ნაბიჭვარი, გუშინ შიშის ზღვარზე გაბედა და ქირქილი დაიწყო, თითქოს სააკაშვილი რაღაც საჭმელებს იღებს და თითქოს არ შიმშილობს. მაშინ მე, რეგვენო ნაბიჭვარო, მინდა გკითხო, რისთვის შექმენი ეს კონსილიუმი, რისთვის მოიწვიე ექიმები, რისთვის დადიან ექიმები ყოველ დღე, თუ არ შიმშილობს?! ტყუილს, რომელიც გუშინ დადგეს და დღეს მთელი დღე მდინარაძეებმა, კაკაფონია ატეხეს, სიმართლით უპასუხა ომბუდსმენმა. მას შემდეგ, რაც მან განცხადება გააკეთა, რომ ყოველი პრეპარატი, ყოველი გრამი სითხის თუ ტაბლეტის, რასაც სააკაშვილი იღებს, მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისაა, ამ ნაგვებმა ციხის კადრების გავრცელება დაიწყეს“,- განაცხადა უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს