
ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება მოუწევს, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაც მოუწევთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სავარაუდოდ, ვერ ხვდება უცხოელი პარტნიორები ჩვენგან რას მოითხოვენ.
“სალომე ზურაბიშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მისი მისია არის უცხოეთში პარტნორების მოტყუებაა. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ძალიან ხშირად, ხაზგასმით გაიმეორა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს. ქალბატონი სალომე ჯიუტად ყველა უცხოურ ინტერვიუში იმეორებს, რომ საქართველო შეერთებულია სანქციებს. მინდა ვკითხო ქალბატონ სალომეს, ჯოზეფ ბორელი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები რატომ მოგვიწოდებენ, შეუერთდით სანქციებსო? მართლა გგონიათ, როდესაც უცხოურ ჟურნალს, ან გაზეთს მისცემთ ინტერვიუს და იქ იტყვით, რომ შეერთებული ვართ სანქციებს, ამით ვინმეს ატყუებთ? ეს ძალიან ცუდი რამეა. ჯერ ერთი, პოლიტიკურ უმწიფრობაზე მეტყველებს, მეორე – იმაზე, რომ მართლა წარმოდგენა არ აქვს ჩვენგან რას ითხოვენ ჩვენი პარტნიორები.
მე ვფიქრობ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება მოუწევს, ის არ იქნება ამით ბედნიერი, მაგრამ… მეტსაც ვიტყვი, ამ რეზოლუციის შემდეგ ძალიან იწვალებენ, მაგრამ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაც მოუწევთ, სამკურნალოდ გაშვება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს