გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან მოსამართლემ გიგი უგულავა გააძევა. უგულავა სხდომას ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა.
გიგი უგულავას განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როდესაც ბრალდებულს პროცესზე არ ასწრებენ.
“ეს გულისამრევია, ეს არ არის სასამართლო პროცესი, ადამიანს ეუბნებიან უარს სასამართლოზე მოყვანაზე, ყველაფერზე უებნებიან უარს, არც შენი ხმა არ გამოჩნდეს არც შენი ვიზუალი. სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა, 37 წლის, პოლიტიკური დაკვეთაა, შესციცინებენ ჯარჯის, პროკურორს, რასაც ეტყვით ჯარჯი პროკურორი, იმას აფორმებენ”, – აცხადებს გიგი უგულავა.
იქამდე პროცესზე პროკურორს და გიგი უგულავას შორის შეკამათება მოხდა.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება, რადგან მის მიყვანაზე პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა,
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 41-ე დღეა, შიმშილობს.


გიგი უგულავა – არც გადახდას ვაპირებ და არც სასამართლო პროცესზე მისვლას, არც მე და არც ადვოკატი, თავში ქვა უხლიათ!

“არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და მისი არც სასამართლო პროცესი მაინტერესებს და არც არაფერი”

გიგი უგულავა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ, ოლიგარქის შაპიტოა