გიგი უგულავა – სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება


ავტორი
Front News საქართველო
სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება ერთადერთი რამის გამო, მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვების, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოსამართლე არის ამ კლანის ნაწილი.
“ეს მოსამართლე არის ამ კლანის ნაწილი. სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რომელიც გუშინ არ დაწყებულა.
სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. ვერ გაბედა ერთადერთი რამის გამო, მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვების, იმ ადამიანების, რომლებიც შევარდნაძესაც იცავდნენ, სააკაშვილსაც იცავდნენ და ახლა მათ იცავს. მათი შეეშინდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანების ეს სიგნალია, რომ დღეს ერთგულად რომ ემსახურებიან, ხვალ დაიჭერენ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა

გიგი უგულავა – თუ ვერ გავასწარით და ვერ გავედით, მერე იმხელა ტრაექტორიაში მოჰყვება საქართველო, ამ დიდ სურათში ჩვენ უკანა უჯრაში აღმოვჩნდებით

გიგი უგულავა – ეს ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას ვერ ეუბნებიან და როგორ უნდა დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ერთიან მთავრობას შექმნიან

გიგი უგულავა – თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გართულების გარეშე წავიდეს ხელისუფლება და კუდი ვერ მოიქნიოს, ამისთვის ერთიანი სია იყო საჭირო