გიგი უგულავა – თავიდან მაკავებენ, ახალი საქმე დაიწყო, ხალხის დაშინებას ცდილობენ


ავტორი
Front News საქართველო
თავიდან მაკავებენ, ახალი საქმე დაიწყო, გზის გადაკეტვაო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ წინასწარი დაკავების იზოლატორთან განაცხადა.
მისი თქმით, მას ახალი ბრალი წაუყენეს.
“სასამართლოზე არ მივდივარ, თავიდან მაკავებენ. ახალი საქმე დაიწყო, გზის გადაკეტვაო, ხალხის დაშინებას ცდილობენ, არა უშავს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოიყვანეს, თუმცა მალევე უკან შეაბრუნეს.
“თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებს ბრალდება შეეცვალათ და გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება. თავდაპირველად აღნიშნული პირები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული.
“თბილისი მოლის” წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს: გიგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე.
თაგები:
გიგი უგულავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს