
ავტორი
Front News საქართველო
თუ ბიძინა ივანიშვილი რეალურად გახდა წინაღობა ევროპული არჩევანის გზაზე, “ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 50 პროცენტი მომხრეა, რომ ის დასანქცირდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ კვლევის გამოძახილია “ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომ 20 ივნისის აქციაზე მათი ამომრჩეველიც იყო.
“ან ევროპა, ან ბიძინა ივანიშვილი. მე ვნახე სხვადასხვა ტიპის კვლევები, თუ ბიძინა ივანიშვილი რეალურად გახდა წინაღობა ევროპული არჩევანი გზაზე, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 50 პროცენტი მომხრეა, რომ ის დასანქცირდეს. ამის გამოძახილია დღვანდელი პროპაგანდა, რომ აქციაზე “ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო. ძალიან მეეჭვება გუშინ აქციაზე მისულმა ადამიანმა ისევ 41 შემოხაზოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს