გიგი უგულავა – უსინდისობაა, უტიფარი და არაადეკვატურია პრეზიდენტი

ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იგივეს საუბრობდა ჩემზეც, მაგრამ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მოუწია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა, – ამის შესახებ გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
უგულავას თქმით, არაადეკვატურია პრეზიდენტი, რომელიც სამართალდამცველებს სამართლიანობის და კანონიერების სადარაჯოზე დღეს მადლობას ეუბნება, მაშინ როდესაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოსმენებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
“სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იგივეს საუბრობდა ჩემზეც, მაგრამ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მოუწია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა. უსინდისობაა, უტიფარია და არაადეკვატურია პრეზიდენტი, რომელიც სამართალდამცველებს სამართლიანობის და კანონიერების სადარაჯოზე მადლობას ეუბნება, მაშინ, როდესაც მთელი ერთი თვეა, მთელი ქვეყანა შოკშია, პირდაპირი მნიშვნელობით, საცერივით არის და მთელი უბედურება გამოვლინდა სუს-იდან, რომ მთელ საქართველოს უსმენენ, მასაც უსმენენ, პედაგოგებს უსმენენ, მღვდლებს უსმენენ, აღსარებას უსმენენ, ერთი სიტყვა არ უთქვამს ამ ადამიანს, ეს არის ფარისეველი, ჩვეულებრივი მარიონეტი და ახლა აკვარკვალებს რაღაცა ცრემლებს. სირცხვილია, მართლა სამარცხვინოა. ვინ თხოვა, მე არაფერი არ მითხოვია არც მისთვის, საერთაშორისო და ჩვენი საზოგადოების ზეწოლის შედეგი იყო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


