გიგი უგულავა - ვერ ვაცნობიერებთ ერთ ძალიან მტკივნეულ ფაქტს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული


ავტორი
Front News საქართველო
აბსოლუტურად ცალკე ინტერესთა ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ ის ორგანიზაციები, რომელსაც დღეს პარტიები ჰქვია, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ადგილობრივი არჩევნები არის სატყუარა "ქართული ოცნების" მხრიდან.
"აბსოლუტურად ცალკე ინტერესთა ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ ის ორგანიზაციები, რომელსაც დღეს პარტიები ჰქვია. დღეს ადგილობრივი არჩევნები არის სატყუარა, ხაფანგი "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ რაც შეიძლება უფასოდ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეგათრიოს და იქ ბოლომდე მოგახრჩოს. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ გამალებულ რიტორიკას, მათ შორის მათსას, ვინც მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, იმათი დამცირების "ქართული ოცნების" მხრიდან. ვხედავთ კამპანიას, რომელიც ამ პარტიების აკრძალვას გულისხმობს.
ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვაცნობიერებთ ერთ ძალიან მტკივნეულ ფაქტს - ამ ქვეყანაში, საქართველოს სახელმწიფოში არჩევნები არის გაუქმებული. კი, შეიძლება რუსული ყაიდის რეჟიმთან დაპირისპირება გრძელვადიანი იყოს.
ამ პარტიების ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვგონია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები დაახლოებით იგივე იქნება, რაც წინა იყო. დღევანდელი საქართველო აღარ არის გუშინდელი, გუშინდელი ჩვენ არ მოგვწონდა, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო მძიმეა და დღეს არის ერთი გამოწვევა - დრო ისევ არ ითქვა. ჩვენი მოქმედების მოდუსი ის კი არ უნდა იყოს, რომ შევვარდეთ და ხორცის საკეპ მანქანაში დავიკეპოთ, ის ხალხი, ვინც შევარდნაზე არიან ორიენტირებული, ეს ხალხი უნდა ლიდერობდეს დღეს ბოიკოტს ადგილობრივ არჩევნებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა