გიგი უგულავა – ვხედავ, რომ ახლა ჩიხშია ყველა პარტია ერთმანეთთან ლაპარაკში, კი ბატონო, საკუთარ ამომრჩეველს მიხედონ


ავტორი
Front News საქართველო
არასდროს არ ყოფილა არჩევანი ასე მკაფიო, აქეთ არის ევროპა, იქით არის რუსეთი. კარგად უნდა გვესმოდეს, ერთობა რომ არ დარჩეს სადღეგრძელოდ, საჭიროა დარაზმულობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა პარტიებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია, ამიტომ ჯობია, თავიანთ ამომრჩეველს ესაუბრონ.
“არასდროს არ ყოფილა არჩევანი ასე მკაფიო, აქეთ არის ევროპა, იქით არის რუსეთი. ბიძინა ივანიშვილს სხვა გზა არ აქვს. გზა, რომელიც მან აირჩია არის ტერორის, დაშინების, ხერხემალში გადატეხის გზა. ნებისმიერი დიქტატორის სახელმძღვანელო არის შიშები, დაყოფა. შიშით ადამიანების მართვა მარტივია, რადგან შიშს და წერას ატანილი ადამიანი მოქმედებს მხოლოდ საბაზისო ინსტინქტებით. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. ის პუტინისგან და ჰიტლერისგან განსხვავდება, იმიტომ, რომ კომიზმი ახლავს, მაგრამ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თავს ესხმიან, ნიკო მანაგაძისთვის, მაგალითად, არასდროს იქნება ეს კომიზმი. ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, ერთობა რომ არ დარჩეს სადღეგრძელოდ, საჭიროა დარაზმულობა. ერთობა არის ზოგადი, დარაზმულობა ნიშნავს კოორდინაციას, მარტო პარტიებს შორის არა. მე ვხედავ, რომ ახლა ჩიხშია ყველა პარტია ერთმანეთთან ლაპარაკში. კი ბატონო, დავანებოთ ერთმანეთთან ლაპარაკს თავი და საკუთარ ამომრჩეველს მიხედონ. ამასობაში ჩატარდება კვლევაც და დავინახავთ, როგორი კონფიგურაციაა საჭირო”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა

გიგი უგულავა – “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს “ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი შევა

გიგი უგულავა – ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება

გიგი უგულავა – ნაბიჯები, რომელსაც ახლა “ნაციონალური მოძრაობა” დგამს, სახიფათო და მტკივნეული, მაგრამ აუცილებელია