გიგი უგულავა – ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება


ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად ჩემი სალომე ზურაბიშვილისადმი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებისა მისი საქმიანობის მიმართ, მეც კი ვხედავ მის შესაძლებლობას საქართველოში შეასრულოს გადამწყვეტი როლი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მან ოპოზიციაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ დრომდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ერთად დაჯდომაც კი ვერ შეძლეს.
“პრობლემას მე იმაში ვხედავ, რომ პარტიის ლიდერები ბოლო ორი წელიწადია, ერთად ვერ დასვა სალომე ზურაბიშვილმა. ყველა დადის ცალ-ცალკე. სასაცილოა. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ სალომეს არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ხალხი ერთად ვერ დასხდა. ამბიციების გვერდზე გადადებას, რომ ამბობენ, ამბიციების გვერდზე გადადება ეს არის. დავასრულოთ საუბარი ჩვენი განსხვავებების ჩვენებაზე. ახლა ვანახოთ ხალხს, რა არის საერთო.
მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება. მიუხედავად ჩემი მისდამი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებისა მისი საქმიანობის მიმართ, მეც კი ვხედავ, მის შესაძლებლობას საქართველოში შეასრულოს გადამწყვეტი როლი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა

გიგი უგულავა – სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება მოუწევს, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაც მოუწევთ

გიგი წერეთელი – სალომე ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ შეწყალების ინსტრუმენტს სახლში არავინ გაატანს, უნდა გამოიყენოს

გიგი უგულავა – სალომე ზურაბიშვილს ვეტყვი, გადადე გვერდზე შენი ყველანაირი მე და გამოეცი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აქტი