“გილოცავთ 26 მაისს – დღეს, რომელიც თავისუფლების სიხარულთან და სამშობლოს ძლიერი ერთგულების ემოციასთან ასოცირდება”


ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველო ქვეყნის ისტორიაში უმაღლესი მნიშვნელობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი განცხადებას ავრცელებს.
"გილოცავთ 26 მაისს – დღეს, რომელიც თავისუფლების სიხარულთან და სამშობლოს ძლიერი ერთგულების ემოციასთან ასოცირდება.
დღეს ჩვენ ყოველნი, საქართველოს ისტორიულ საზღვრებში თუ მის საზღვრებს გარეთ მკვიდრიერი, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ეროვნება, ერთად აღვნიშნავთ და ვზეიმობთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ღმერთის და სამშობლოს სიყვარულის, დემოკრატიის და თავისუფლების დღეს, რომლის სადარი არაფერია.
დღეს ჩვენ ავღნიშნავთ 26 მაისს და განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, თითოეულ ჯარისკაცს და სამშობლოს ყველა ერთგულ ადამიანს, ვინც უფლის მადლიერებით, სულის დათმენით, სიყვარულით, წრფელი გულით და მთელი გონებით ფიქრობს აღვადგინოთ საქართველოს საზღვარები, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს და ვამაყობთ, რომ ქართველმა ერმა თავისი სამიათასწლიანი სახელმწიფოებრივი ყოფა შეინარჩუნა.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს – დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით დაუბრუნდა წინაპართა სულიერ საწყისს.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს – დღეს, როცა დაიწყო საქართველოს ისტორიული კუთვნილების, 1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივი მემკვიდრეობის დაბრუნება და მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო აღიარება.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს – დღეს, როცა საქართველოს სახელმწიფო თავისუფლი მსოფლიოს დიდ ოჯახში დაბრუნდა.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს – დღეს, როცა საქართველო ევროპის რუკაზე, როგორც პროგრესული და პროდასავლური სახელმწიფო გამოჩნდა.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს – დღეს, როცა მოხდა თავისუფალი საზოგადოებისთვის – თავისუფლების სივრცის განსაზღვრა, თავისუფალი სამყაროს აღქმა და თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს – დღეს, როცა საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებითი ყოფნის, კომუნისტური ეპოქა დასრულდა.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს – დღეს, როცა საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც ერის ღირსება, აღიმართება და ფრიალებს თავისუფალ საქართველოში და აცისკროვნებს დამოუკიდებელი საქართველოს ცას.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს, მაგრამ ამავდროულად რუსეთის იმპერიალისტური ძალები განაგრძობენ ფარულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის ანექსიას.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს – დღეს, როცა ქართველი ერი განსაკუთრებულ თაყვანსა სცემს და პატივს მიაგებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს, მაგრამ ერის ბედისწერამ ისე ინება, რომკვლავ გვიწევს გავაგრძელოთ – 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სრული დეოკუპაციისთვის დაწყებული ბრძოლის ფაზა, რუსეთის იმპერიალურ ძალებთან, საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე და კრემლის პროვოკაციური პოლიტიკის ძირფესვიანად დამარცხებამდე.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს და შევთხოვთ უფალს დალოცოს საქართველო, მის საზღვრებში თუ საზღვრებს გარეთ მკვიდრი ყველა ერთგული ადამიანი და საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ეროვნება, ვინც პატივისცემით ამაღლებს ჩვენს სამშობლოს", – აღნიშნულია ილია ზუკაკიშვილის განცხადებაში.
თაგები:
