Logo

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

სამართალი
278
Frontnews image description

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს, 17:00 საათზე გამოცხადდება.

ამავე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება ექნება.

საბოლოო სიტყვის შემდეგ კი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

გიორგი ახობაძე 2024 წლის  7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement