გიორგი ამილახვარი – ჩვენ სასამართლოს ვიცავთ ზეწოლისგან, იქნება ეს გარე თუ შიდა ძალები


ავტორი
Front News საქართველო
ვინმეს სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა პოლარიზაციას თუ რადიკალიზაციას შეამცირებს? პირიქით მოხდება. ის სწორედ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ რადიკალიზაციის ხარისხი არჩევნების დღეს ერთი-ორად გაეზარდა, – ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება სასამართლოს ყველანაირი ზეწოლისგან იცავს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოში დაამკვიდრა და ამკვიდრებს კანონის უზენაესობას, იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყველა თანაბრად ვაგებთ პასუხს, განურჩევლად თანამდებობისა, კანის ფერისა, სქესისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა. ახლა ჩვენი ხელით უნდა ავიღოთ და ერთი ადამიანის გამო, რომელსაც რამდენიმე სასჯელი მისჯილი აქვს და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულია, სასამართლოზე ზეწოლა უნდა განვახორციელოთ? ეს ხომ აბსურდია, ამას არ ვიზამთ. ელემენტარულად, ამას ჩვენი მოქალაქეები არ გვაპატიებენ.
ჩვენ სასამართლოს ვიცავთ როგორც იმისგან, რომ სახელისუფლებო წრეებისგან არ იყოს ზეწოლა, ისევე სხვა ზეწოლისგან, იქნება ეს გარე თუ შიდა ძალები. და ახლა ჩვენი ხელით დავარღვიოთ ეს პრინციპი? ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ამილახვარმა.
თაგები:
გიორგი ამილახვარი

გიორგი ხელაშვილი – თუ რამე უარყოფითი ჩაიწერა კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება „ოპოზიციის დამსახურება“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა

ირაკლი ღარიბაშვილი – “ნაციონალურ მოძრაობას” და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

გიორგი ბაჩიაშვილი – კიდევ თუ დამიჭირეს, ჩამკეტეს და ვიღაცის განადგურების შიშით რაღაცა ჩამაწერინეს, ეს იქნება ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ განხორციელებული