Logo

გიორგი ამილახვარი – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი პოლიტიკური რადარებიდან ძალიან მალე გაქრებიან

პოლიტიკა
1333
Frontnews image description

არა თუ ცხელ ზამთარს არ ველი, არამედ ველი “ნაციონალური მოძრაობაში“ ცხელ შიდა დაპირისპირებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

“არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს, როგორ დამთავრდება მათი შიდა არჩევნები – კრიმინალი მელია გახდება თავმჯდომარე თუ მასხარა ხაბეიშვილი. 

 

მთავარი ის არის, რომ საზოგადოებამ საბოლოოდ ფარდა ჩამოხდილი ნახა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მათი პოლიტიკური ზრახვები სრულიად უსაფუძვლოა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი პოლიტიკური რადარებიდან ძალიან მალე გაქრებიან“, – განაცხადა ამილახვარმა “იმედის” ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები