გიორგი ამილახვარი – ეს ადამიანები იყვნენ და არიან ერთი დიდი “ნაციონალური მოძრაობის” განშტოებები


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ნიკა მელია გაკოტრებული პოლიტიკოსია და მათ კანდიდატს არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.
“ნიკა მელია არის სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსი. ამერიკაში ვიზიტის დროს მას არ გაუმართავს არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა, რაც ასევე მეტყველია მასთან დამოკიდებულებაში. შემდგომ ის ეწვია მის ფორმალურ მმართველს, ბატონ სააკაშვილს კიევში და იქაც ვერ შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე. ახლა ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ერთიანი ოპოზიცის კანდიდატად დასახელდება ბატონი ნიკა მელია. ესეც აბსურდია.
ის საუბრები, რომ თითქოს თვითონ იქნება მერობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ქალბატონი ელენე ხოშტარია და ვიცე-მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ და არიან ერთი დიდი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და განშტოებები”- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
“ნაციონალური მოძრაობა”, რამდენიმე პარტიასთან ერთად, ნიკა მელიას დღეს, თბილისის მერობის საერთო კანდიდატად წარადგენს.
თაგები:
ნიკა მელია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა