გიორგი ამილახვარი – ოპონენტებიდან ვერცერთი ბედავს კახა კალაძეს კანდიდატად დაუდგეს


ავტორი
Front News საქართველო
გაიგეს რა, ჩვენმა ოპონენტებმა, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ვერცერთი ვეღარ ბედავს, რომ მას კანდიდატად დაუდგეს, რადგან იციან რომ ეს ბრძოლა წინასწარ განწირულია, – ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რაც შეეხება იმ ერთ დასახელებულ კანდიდატს უკვე თვალნათლივ იკვეთება მათი მიდგომებიდან და განცხადებებიდან, რომ ცდილობენ ჩირქი მოსცხონ წინასაარჩევნო კამპანიას, იმიტომ რომ დარწმუნებულნი არიან, 2 ოქტომბერს პირველივე ტურში კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს