Logo

გიორგი ამილახვარი – შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის

პოლიტიკა
636
Frontnews image description

ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შეთავაზებენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.

 

“აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის“, – განაცხადა ამილახვარმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები