Logo

გიორგი ამილახვარი – ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში

პოლიტიკა
25.07.2023 / 21:01
Frontnews image description

ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

“არანაირი წარმოება ან განაცხადი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომ რაიმე ფორმით მიმდინარეობს ე.წ. რუსული უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი, არ არსებობს. ეს არის, უბრალოდ, დამაზიანებელი პროპაგანდა და ტყუილი. არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში“, – განაცხადა ამილახვარმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები