გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში ბათუმში გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალური ეტაპი „3X3“ კალათბურთში ბათუმში გრძელდება. ტურნირი კალათბურთში საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება.
ტურნირის მეორე ეტაპის გახსნით თამაშებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. მათ სამხედროებს ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. წელს მასში პირველად მონაწილეობენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც.
გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება.
თაგები:
გიორგი ანწუხელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს