გიორგი არევაძე – ველოდები დოკუმენტებს და დავნიშნავ პროცესს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ვაპირებთ განხილვას


ავტორი
Front News საქართველო
მხოლოდ და მხოლოდ ველოდები დოკუმენტებს, რომელიც შეიძლება დღესაც შემოვიდეს და დავნიშნავ პროცესს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ გიორგი არევაძემ განაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შეიტანს სასამართლოში საქმის მასალებს, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ჩაინიშნება.
“მე მხოლოდ და მხოლოდ ველოდები დოკუმენტებს, რომელიც შეიძლება დღესაც შემოვიდეს და დავნიშნავ პროცესს.
თარიღს განვსაზღვრავ, მაგრამ დღესვე რომ ჩატარდეს პროცესი, ეს შეუძლებელია. შეიძლება, ეს იყოს 2-3 დღეში.
რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინო, რომ საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ვაპირებთ განხილვას. რაც საქმეში მასალები მექნება, მხოლოდ იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა არევაძემ “ტვ პირველს“.
კითხვაზე, მოხდება თუ არა პროცესზე სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა, მოსამართლე პასუხობს, რომ ყველა საკითხი პროცესზე უნდა გადაწყდეს და ამის შესახებ წინასწარ ვერაფერს იტყვის.
მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ მიმართეს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს