გიორგი ბაჩიაშვილი – არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ


ავტორი
Front News საქართველო
არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლომდე ივანიშვილის ნება რომ იყოს, მას პირდაპირ ციხეში გაუშვებდნენ სასამართლო პროცესების გარეშე.
“ბოლომდე ამათი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა, რომ ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ამ შენობაში რაღაც ხდება და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს.
არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ. ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, შიგნიდან არის. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ბოლომდე გამოავლინონ ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც, მათი აზრით, საყოველთაო პროტესტი ჩაიხშობა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პროტესტის სახეა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბოტკოველი – პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს იმ პრინციპებს, რომელიც პარტიაში არსებობს

გიორგი ქობულია – ჩემსა და გახარიას შორის ნდობა არ შედგა, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე ნომრად უნდა ვყოფილიყავი, დღეს დილით რომ ვნახე, სხვა სია იყო

გიორგი მარგველაშვილი – ან ხარ სადისტი და კრიმინალი, იმიტომ, რომ აწამებ ადამიანს, ან უბრალოდ ამბობ, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს სწორი ფორმით