გიორგი ბაჩიაშვილი – იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე იქნება სამართლიანი და შეაჩერებს ამ პროცესს, საქმე უნდა შეწყდეს


ავტორი
Front News საქართველო
ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
ბაჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ეს საქმე მალე შეწყდება და სამართლიანი განაჩენი დაგდება.
“ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე იქნება სამართლიანი და შეაჩერებს ამ პროცესს. საქმე უნდა შეწყდეს”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს. პროკურატურის ვერსიით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს