გიორგი ბაჩიაშვილი – კიდევ თუ დამიჭირეს, ჩამკეტეს და ვიღაცის განადგურების შიშით რაღაცა ჩამაწერინეს, ეს იქნება ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ განხორციელებული


ავტორი
Front News საქართველო
არაფრის არ მეშინია. კიდევ თუ დამიჭირეს, ჩამკეტეს და ვიღაცის განადგურების შიშით რაღაცა ჩამაწერინეს, მე წინასწარ ვამბობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ განხორციელებული, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სასამართლო პროცესები არის ივანიშვილის ცირკი, რომელშიც სასამართლოები მონაწილეობენ.
“მთელი სასამართლოს განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ არ უნდა მიგვექცია ყურადღება იმ კონტრაქტებზე, რომლებიც იყო გაფორმებული ჩემს კომპანიასა და “ქართუ ბანკს” შორის.
პროკურორი უბრალოდ ფუჭსიტყვაობს, როგორც სასამართლო სხდომაში. ამბობს, რომ თითქოს, დოკუმენტურად რაღაც მტკიცდება, მაგრამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს. თქვას ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ამას რაიმე ფორმით ადასტურებს და მე გავასაჯაროებ ამ დოკუმენტს, მე არაფერი მაქვს დასამალი. მაინც ვაპირებ ძალიან ბევრი რამის გასაჯაროებას.
ეს არის ივანიშვილის ცირკი, რომელშიც მონაწილეობს მთელი საქართველოს სასამართლო და ძალოვანი სისტემა. ძალიან ბევრი დაშინების მცდელობა არის. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არაფრის არ მეშინია. კიდევ თუ დამიჭირეს, ჩამკეტეს და ვიღაცის განადგურების შიშით რაღაცა ჩამაწერინეს, მე წინასწარ ვამბობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ განხორციელებული”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა დაიკითხა. გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი
“მელიას თუ გადაუხდის ევროკავშირი, ეს იქნება მისი ძალიან დიდი შეურაცხყოფა და დიდი რეპუტაციული დაზიანება საკუთარი თავის”

გიორგი რუხაძე – თუ ბრიტანეთი დაასანქცირებს ივანიშვილს და დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება, ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება მის ბიზნესგარემოზე მთლიანად

გიორგი ხელაშვილი – თუ რამე უარყოფითი ჩაიწერა კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება „ოპოზიციის დამსახურება“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა