გიორგი ბაჩიაშვილი – მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე აქ, ამ ქვეყანაში ჩაკეტილი, მაქვს დაყადაღებული ყველაფერი და მემუქრებიან სასჯელით


ავტორი
Front News საქართველო
მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე აქ, ამ ქვეყანაში ჩაკეტილი, მაქვს დაყადაღებული ყველაფერი და მემუქრებიან სასჯელით, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის გამოძალვის მუქარა.
“ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი აგრძელებს ივანიშვილის ტყუილებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელი არ ყოფილა. ივანიშვილის დადგმული სპექტაკლის მეორე დღე არის დღეს, რომელშიც მონაწილეობენ ივანიშვილის წარმომადგენლები და მე.
როდესაც დამნაშავეებს ჰყავთ ადამიანი გატაცებული და ისინი აგზავნიან მორიგების წერილს, ეს არის გამოძალვის წერილი. მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე აქ, ამ ქვეყანაში ჩაკეტილი, მაქვს დაყადაღებული ყველაფერი და მემუქრებიან სასჯელით. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი გატაცება და მუქარა გამოძალვის მიზნით”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი გახარია – ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ

სალომე ზურაბიშვილი – ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელია

გიორგი გახარია – ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დღეს და აქ დაიწყება ცვლილებები ქვეყანაში