გიორგი ბაჩიაშვილი – უფრო მნიშვნელოვანია, თუ რატომ მომიხდა საქართველოს დატოვება, საერთოდ არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ მასზე

ავტორი
Front News საქართველო
უფრო მნიშვნელოვანია, თუ რატომ მომიხდა საქართველოს დატოვება. საერთოდ არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ მასზე (დაკავებულ პირზე), – ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ამ ეტაპზეც მუშაობს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ივანიშვილის ქმედებებზე ინფორმაციები გაავრცელოს.
“უფრო მნიშვნელოვანია, თუ რატომ მომიხდა საქართველოს დატოვება. საერთოდ არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ მასზე (დაკავებულ პირზე და გადასვლის დეტალებზე).
ჩემი მიზანი საერთოდ არ არის ივანიშვილის დაზიანება. მე შეიძლება ცოტა მეტი კონტაქტები მქონდეს და რა თქმა უნდა, ამას ჩავრთავ და გამოვიყენებ ბოლომდე. დღესაც რამდენიმე ვიდეოშეხვედრა მქონდა გარკვეულ ჯგუფებთან, ვისთანაც შეიძლება მუშაობა თუნდაც იმაზე, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ მიიღოს ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოზე მათი წარმოდგენის შექმნისთვის.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ლობისტებს, მე არ ვიცი, ჩინურ სანქცირებულ კომპანიაზე გადაცემული ანაკლიის პორტის მშენებლობა როგორ უნდა გაასაღოს პროამერიკულ საქციელად. მესმის, ენას ძვალი არ აქვს, ივანიშვილი ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს – მეორეს, მაგრამ აქ საქმე იმაშია, თუ რამდენად ენდობა ამერიკა ივანიშვილისნაირ ადამიანს. დღეს მსოფლიოს არცერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი მთავრობა მას არ ენდობა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო ორ მარტს დატოვა. მას ჩამორთმეული ჰქონდა როგორც პასპორტი, ასევე გადაადგილების უფლებაც. აღნიშნულ საქმეზე მას ბრალი უკვე წარედგინა, ასევე, დაკავებულია პირი, რომელიც მას საზღვრის კვეთაში დაეხმარა.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი




