გიორგი ბადრიძე – იმის იმედად ყოფნა, რომ ჩვენი მეგობარი ორბანი დაბლოკავს რაღაცებს, არ მგონია, იყოს სანდო სტრატეგია ივანიშვილისთვის


ავტორი
Front News საქართველო
საქმე მიდის სანქციებამდე და იმის იმედად ყოფნა, რომ ჩვენი მეგობარი ორბანი დაბლოკავს რაღაცებს, არ მგონია, იყოს სანდო სტრატეგია ივანიშვილისთვის, – ამის შესახებ “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა და მისმა ქვეყნებმა ერთგულება აჩვენეს ქართველი ხალხისადმი.
“ევროკავშირმა, როგორც ინსტიტუტმა და წამყვანმა ქვეყნებმა, მათ შორის თავად პრეზიდენტმა მაკრონმა უკვე აჩვენეს, რომ მათი ერთგულება ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისადმი არის შეურყეველი, ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს, ბოლო მოვლენებიდან სრულიად ნათლად ჩანს, რომ იყო მცდელობები ივანიშვილისთვის დაეტოვებინათ უკან დახევის სივრცე, ამას მიეძღვნა მაკრონის ზარი და მისი მიმართვა ქართველი ხალხისადმი. საქმე მიდის სანქციებამდე და იმის იმედად ყოფნა, რომ ჩვენი მეგობარი ორბანი დაბლოკავს რაღაცებს, არ მგონია, იყოს სანდო სტრატეგია ივანიშვილისთვის”, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.
თაგები:
გიორგი ბადრიძე

გიორგი რუხაძე – არ მგონია, რომ ემირატებში იყოს ვიღაც ისეთი, ვინც ამხელა თანხას ჩადებს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც არალეგიტიმურია

ვახტანგ ძაბირაძე – აუცილებელია, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენი უსაფრთხოების საკითხიც აქტუალური იყოს

გიორგი ვაშაძე – ვფიქრობ, რომ ერთიანობა გაიმარჯვებს, წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლება არ შეიცვალოს