გიორგი ბადრიძე – ივანიშვილის პროპაგანდის მანქანას თვალსა და ხელს შუა ემსხვრევა ბოლო ოცნება

ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის პროპაგანდის მანქანას თვალსა და ხელს შუა ემსხვრევა ის ბოლო ოცნება, რომელიც დაკავშირებული იყო ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან, – ამის შესახებ “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით ძალიან პრინციპული და მტკიცე პოზიცია ექნება ტრამპის ადმინისტრაციას.
“ივანიშვილის პროპაგანდის მანქანას თვალსა და ხელს შუა ემსხვრევა ის ბოლო ოცნება, რომელიც დაკავშირებული იყო ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან, რომელიც თითქოს, შეეგუებოდა საქართველოში დამყარებულ პრორუსულ რეჟიმს.
რამდენიმე ახალი გზავნილი მოდის რესპუბლიკური უმრავლესობიდან, მათ შორის ტრამპის გარემოცვიდან, რომელიც აჩვენებს, რომ ძალიან პრინციპული და მტკიცე პოზიცია ექნება ტრამპის ადმინისტრაციას”, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.
თაგები:
გიორგი ბადრიძე




