გიორგი ბარამიძე – 12 წელიწადია, “ნაციონალურ მოძრაობას” დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩვენს გუნდს


ავტორი
Front News საქართველო
12 წელიწადია, “ნაციონალურ მოძრაობას” დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩვენს გუნდს, მიუხედავად ივანიშვილის ბანდის გაცხადებული გეგმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაენადგურებინათ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გუნდს კრიმინალები დასდევენ.
“როგორც ყოველთვის, ჩვენს გუნდს დასდევდნენ კრიმინალური ბანდები და ცდილობდნენ, ჩვენი შეხვედრების ჩაშლას და ბოლოს, ეს რომ არ გამოუვიდათ, ღია პროვოკაციაზე წამოვიდნენ, რომ რამენაირად ვინმეს ჩვენგან რამე გაეკეთებინა და აქეთ ჩვენები დაეჭირათ და ამ პროვოკაციაზეც რომ არავინ წამოვიდა, პირდაპირ აგრესიაზე წამოვიდნენ, ქალბატონების შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, რასაც ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი ლევან მეტრეველი გამოესარჩლა და მას დაარტყეს.
12 წელიწადია, “ოცნების“ კრიმინალების არავის არ ეშინია. 12 წელიწადია, “ნაციონალურ მოძრაობას” დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩვენს გუნდს, მიუხედავად ივანიშვილის ბანდის გაცხადებული გეგმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაენადგურებინათ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ და ჯანდაცვის მიმართულების მდივანს ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა