
ავტორი
Front News საქართველო
22 ნოემბრამდე უნდა იყოს საარჩევნო კამპანიის ჩატარების წესი ჩამოყალიბებული, რის შედეგაც დაიწყება საარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, პარტიის არჩევნების პროცესში მონაწილეობა ემიგრანტებმაც მიიღონ.
“უნდა შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის ის რომ არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი იყოს სამართლიანი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა და არა სხვა პარტიების დაინტერესებულმა პირებმა.
არის სურვილი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ ემიგრანტებმა, რომელთა შორის ბევრია პარტიის მხარდამჭერი.
ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგად, 22 ნოემბრამდე უნდა იყოს ეს წესი ჩამოყალიბებული, იმის შემდეგ ამას დაამტკიცებს პოლიტიკური საბჭო, რის შედეგაც დაიწყება კანდიდატების საარჩევნო კამპანია“, -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გია ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს