
ავტორი
Front News საქართველო
2012 წელს თავისი მე-5 კოლონა დასვა აქ და საქართველოს ბელორუსად გადაქცევა უნდა. არ გამოუვა. სწორედ მკვიდრი მშვიდობა არის ევროკავშირი, ომი და უბედურება – რუსეთი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ყველამ გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილი აფერისტია”.
“მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. ყველამ გაიგო, რომ არის აფერისტი, კლასიკური გადამგდები, უნამუსო ტიპი, საქართველო თავის შპს-დ გადააქცია, რომელსაც ჯიბეში აქვს არა მარტო სუსი, პოლიცია, პროკურატურა, არამედ სასამართლოც. ახლა კი პუტინის შემდგომ თავხედურ სტადიას შეუდგა, მიიღო ეს “რუსული კანონი” და უნდა, რომ გააუქმოს დამოუკიდებელი არასამთავრობოები. 2012 წელს თავისი მე-5 კოლონა დასვა აქ და საქართველოს ბელორუსად გადაქცევა უნდა. არ გამოუვა.
სწორედ მკვიდრი მშვიდობა არის ევროკავშირი, ომი და უბედურება – რუსეთი.
აი, ამ მოღალატეების მოცილების შემდეგ, რუსეთის საფრთხის მოცილების შემდეგ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს