
ავტორი
Front News საქართველო
კარგია არჩევნები, ამ პროცესიდან “ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან საუბრის საშუალება არ ჰქონია, თუმცა იცის მისი პრინციპი.
“მიშასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია, მაგრამ ვიცი, რა პრინციპი ექნებოდა მიშას. მიშა იტყოდა – არავითარ შემთხვევაში, არ დაუშვათ პარტიის შიგნით რაიმე ისეთი, რომელიც მტერს გაახარებს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ის, რომ ნაცვლად გაძლიერებისა, “ნაციონალური მოძრაობაზე“ ილაპარაკონ, რომ შიგნით განხეთქილებაა და დაჯგუფებებია.
კარგია არჩევნები, ყველაფერი სიახლე ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდიოდა და უნდა წამოვიდეს, დარწმუნებული ვარ, ამ პროცესიდან “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა, გამოვა ისეთი, რომ ჩვენ ვანახებთ ქოცებს, როგორ შეიძლება იყოს დებატები, მათ შორის ღია დებატები პარტიაში“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გია ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს