გიორგი ბარამიძე - არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა


ავტორი
Front News საქართველო
“გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ, არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. მკაფიოდ უნდა გავავლოთ ხაზი, რომ არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
“მინდა გამოვეხმაურო გუშინ “ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოში მოქმედი პროდასავლური პარტიების ერთობლივ განცხადებას, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. ამასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არჩევნები გვინდა და ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არის ნორმალური, მაგრამ არჩევნები რომ გინდა, არ არის აუცილებელი რუსული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმი ამას დაარქმევს არჩევნებს, შესაბამისად ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა პატრიოტი ადამიანების, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია, აპროტესტებენ 2024 ელის არჩევნების გაყალბებას, ეროვნული ინტერესების ღალატს, კონსტიტუციის დარღვევას, უარის თქმას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია. არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს