გიორგი ბარამიძე - დააკავებენ თუ არ დააკავებენ, ეს იქნება მხოლოდ იმის შესაბამისად, თუ რა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის ბანდას

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის შიგნით მიმდინარე გარჩევები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება-არდაკავება ბიძინა ივანიშვილის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
"ეს არის ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის შიგნით მიმდინარე შიდა გარჩევები, როდესაც ბანდის ერთმა წარმომადგენელმა თუ რამდენიმემ დაუმალა ფული ამ ბანდის მეთაურს და ახლა ამ ხალხისა და ბიუჯეტისგან მოპარული ფულის ამოღებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი.
დააკავებენ თუ არ დააკავებენ, ეს იქნება მხოლოდ იმის შესაბამისად, თუ რა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის ბანდას", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა. სუსის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


