გიორგი ბარამიძე - დარწმუნებული ვართ, უკრაინა დაამყარებს სამართლიან მშვიდობას და უფრო ადვილად მიეხედება პუტინის მეხუთე კოლონას საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის”, მიხეილ სააკაშვილის და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაცაა”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კიევში და ჩვენს ძმებს, უკრაინელ ხალხს არამარტო მივულოცოთ დამოუკიდებლობის დღე, არამედ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მიხეილ სააკაშვილის, “ნაციონალური მოძრაობის” და უამრავი თანამოქალაქის სოლიდარობა. მინდა ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ ვართ თქვენთან.
უკრაინის გამარჯვება მიგვაჩნია საქართველოს გამარჯვებად და დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა დაამყარებს სამართლიან მშვიდობას, ჩვენს რეგიონშიც პუტინს მიეხედება და უფრო ადვილად მიეხედება პუტინის მეხუთე კოლონას საქართველოში”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს