
ავტორი
Front News საქართველო
დღემდე მუშაობს კრემლის პროპაგანდა "ნაციც" ცუდია და "ქოციც" და ორივეს ერთნაირად უნდა ვებრძოლოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკა მკვდარია ამ ქვეყანაში.
"რა პოლიტიკური ძალების გაჩენაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკა მკვდარია ამ ქვეყანაში და აი, ამ მარაზმში ვართ ჩვენ. ვერ გაგვიცნობიერებია, რომ მიზეზი არის ის, რომ დღემდე მუშაობს კრემლის პროპაგანდა - "ნაციც" ცუდია და "ქოციც" და ორივეს ერთნაირად უნდა ვებრძოლოთ და რომ თითქოს მესამე ძალა უნდა გაჩნდეს, რა მესამე ძალა უნდა გაჩნდეს, არჩევნები არ არსებობს, თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია და რაზე ვსაუბრობთ?!
მთავარი ისაა, რომ არ იყო რეჟიმის სასარგებლოდ მომუშავე, ან რეჟიმზე მორგებული იდიოტი, არ უნდა იყო ამ ლოზუნგს აყოლილი - "არც "ქოცი" მინდა და არც "ნაცი". ვიღაცები კიდევ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ვითარება ნორმალურია და ახალი უნდა გაჩნდეს, რომელიც იქნება ამ ქვეყნის გადამრჩენი. ეს ხომ მარაზმია.
არის "ქოცი" რუსული, კრიმინალური და მოღალატეობრივი ბანდა, ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 5%, რომელსაც აყოლილი ჰყავს მოქალაქეების რაღაც რაოდენობა, რომლებიც ამ რეჟიმის შენარჩუნებით არიან დაინტერესებული და არსებობს დანარჩენი საქართველო, რომლებიც 80-85%-ს შეადგენენ. ამ დანარჩენმა საქართველომ უნდა შეიგნოს, რომ ახლა არ არის მემარჯვენე და მემარცხენე ძალების დრო და ახლა არის ერთიანობის დრო", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს