გიორგი ბარამიძე - ელენე ხოშტარიას რაც უნდოდა, ჩემი აზრით, ის მიზანი არის მიღწეული


ავტორი
Front News საქართველო
ელენე ხოშტარიას რაც უნდოდა, ჩემი აზრით, ის მიზანი არის მიღწეული, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ლელოც" აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
"უკვე ამდენმა პარტიამ ოფიციალურად იურიდიულად, დოკუმენტით განაცხადა, რომ არ მივიღებთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, აქედან გამომდინარე, ელენე ხოშტარიას რაც უნდოდა, ჩემი აზრით, ის მიზანი არის მიღწეული.
რა თქმა უნდა, "ლელოც" აღარ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ, რომ ამბობდა, იმ შემთხვევაში მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, თუ კი ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით ამ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა გუშინ შეწყვიტეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 8 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს